სოფელ ველისციხეში მცხოვრები ფოკასების 6 შვილიანი ოჯახი შესაძლოა ახალ წელს ღია ცის ქვეშ დარჩეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი თანასოფლელის სახლში დროებით ცხოვრობს, თუმცა სახლს მეპატრონემ მათ ფართის დაცლა მოსთხოვა.
ოჯახს უკიდურესად უჭირს. რის გამოც ბავშვები უმეტესწილად მშივრები არიან. მცირეწლოვნები ვერ სკოლაში ახერხებენ სიარულს.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დანიშნული 300 ლარია. ფოკასები ამბობენ, რომ ამ თანხით ქირის გადახდას ვერ შეძლებენ. ამიტომ დახმარებისთვის მერიას მიმართეს თუმცა უშედეგოდ. მერიაში კი ამბობენ, რომ ოჯახს ფართის მოთხოვნით მათთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. ქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ იმასაც, რომ ამ ეტაპზე ფოკასებისთვის ფართის შეძენა არა, თუმცა დაქირავება შეუძლიათ.
ავტორი: ია გულიაშვილი.