17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ანსამბლი "მერანი" - ჰოლანდიელების 22 კაციანი გუნდი, რომლებიც მხოლოდ ქართულად მღერიან

ჰოლანდიელების 22 კაციანი გუნდი „მერანი,“ რომლებიც მხოლოდ ქართულად მღერიან. ანსამბლის წევრები ქვეყნის ტრადიციის, კულტურისა და ხასიათის უკეთ შესაცნობად ხშირად სტუმრობენ საქართველოს. მღერიან ყველგან ყველაფერს – მოწამეთას მონასტრის ეზოში საგალობელს, სცენაზე ფოლკლორს თუ ქალაქურ სიმღერებს ადგილობრივებთან ერთად. ანსამბლმა „მერანმა“ წელს პირველი ტურნე საქართველოს შემოვლით დაიწყო.

გუნდის ერთ-ერთი წევრი, მუსიკოსი ივო ბოსვაიკი საქართველოში უკვე 15-ჯერ იყო. ხუმრობს, რომ სახლშიც პატარა საქართველო აქვს. იქ შეხვდებით სახასიათო ქართულ ნივთებს, ხატებს, საქართველოს დროშას, რუკებს, ყანწს ა.შ.  მუსიკოსის სამუშაო ოთახიდანაც მუდამ ქართული სიმღერა ისმის.

ანსამბლის წევრებს ისე უყვართ საქართველო, რომ შეუძლიათ მასზე დაუსრულებლად ისაუბრონ, ერკვევიან ისტორიაშიც და კულტურაშიც. 

სიუჟეტი მომზადდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელშეწყობით, კამპანია "ძალა ევროპაშიას" ფარგლებში. 

დღის ამბები