17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
პური გაძვირდა - მომხმარებელს დღეიდან 10-15 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს

პური გაძვირდა - მომხმარებელს მის შესაძენად დღეიდან 10-15 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს.

გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.

მათივე ინფორმაციით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში პურზე ფასმა კიდევ მოიმატოს.

„ფქვილი გაძვირებულია დიდი ხანია და იმიტომ. არჩევნებზე გაჩერებული იყო და ახლა გააძვირეს,“-აცხადებენ საწარმოების წარმომადგენლები.

დღის ამბები