17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
არასრულწლოვანისათვის პიროტექნიკის მიყიდვა დასჯადი გახდება - პარლამენტი კანონის მისაღებად ემზადება

ახალი წლის მოახლოებასთან და შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად პარლამენტში დღეს ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდება - საუბარია პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის აკრძალვაზე.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლი გაჩნდება, რომელიც არასრულწლოვანთათვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

ფიზიკური პირი 100 ლარით, იურიდიული კი – 200 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.  კანონპროექტის ავტორები მისი მიღების საჭიროებას გასული წლების გამოცდილებით ხსნიან.

„რეგულაციის მთავარი მიზანი არის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პიროტექნიკაზე წვდომის შეზღუდვა , რადგან თავიდან ავიცილოთ ტრავმატიზმი, რომელიც უკავშირდება პიროტექნიკის გამოყენებას.

ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი მშობლებისთვის,რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება პიროტექნიკაზე წვდომა“-ამბობს მარიამ ჯაში.

დღის ამბები