გერმანიაში ყველაზე მეტი პოპულარობით, საქართველოდან შეტანილი გირჩებისგან მოყვანილი საშობაო ნაძვის ხეები სარგებლობს.
გერმანულმა ადგილობრივმა მედიამ, ქართველი გირჩის შემგროვებლების შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყვება, თუ როგორ ხდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ნაძვისა თუ სოჭის გირჩების შეგროვება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.
სიუჟეტის გმირები კი მთავარ პრობლემად დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ. ტელეკომპანიის ცნობით, საშობაოდ გერმანიაში ყოველწლიურად 30 მილიონამდე ნაძვი იყიდება, აქედან უმეტესობა ქართული წარმომავლობისაა.