"ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო დროს გახშირდა აგრესია არასამთავრობო ორგანიზაციების და განსაკუთრებით სადამკვირვებლო მისიების მისამართით. სულხან სალაძე მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ გამოწვევებზეც მიუთითებს.
“გაზრდილია აგრესია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და წინა წლებში ჩვენ ამ ტიპის განცხადებები არ გაგვიკეთებია. პროკურატურასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები, რაც განპირობებულია საკონსტიტუციო ცვლილებებით. ასევე ვფიქრობ, რომ პრობლემაა ვინაიდან, კონსტიტუცია ძალიან ნათლად განსაზღვრავს ამ შემთხვევაში ახალ რედაქციას ვგულისხმობ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საპროკურორო საბჭო და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ის ნორმები, რომლებიც არის მიღებული, შესაძლოა იყოს არაკონსტიტუციური და ჩვენ უკვე ვაპირებთ, რომ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი შეშფოთების საგანი იყო მედია და მედიის ირგვლივ არსებული მოვლენები. აქ ორ საკითხს გამოვყოფ, პირველ რიგში ეს შეეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელმაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე გახადა. ტელეკომპანია „იბერიის“, აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ პრაქტიკულად დაზარალდნენ ჟურნალისტები,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.