პურზე ფასის ზრდას პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. მამუკა ბახტაძე ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ეს უნდა შეისწავლონ.
თუმცა პრემიერი არ აკონკრეტებს რას გულისხმობს არაკონკურენტულ გარემოში.
„არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ჩვენ ბუნებრივია ვერავის ვერ მივცემთ,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დღეიდან პური 10-15 თეთრით გაძვირდა.