ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშირისო დღე პარლამენტში სპეციალური კონფერენციით აღინიშნა. სხდომათა დარბაზში შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. მთავარი თემა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდა იყო. კონფერენციას სახალხო დამცველიც ესწრებოდა.
„ჩვენთვის რა თქმა უნდა უმთავრესი პრიორიტეტია ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსებას, ადამიანის ძირითად უფლებებს. ჩვენ ვართ ამ პრინციპების ერთგული. ამ პრინციპების ერთგული არის საქართველოს პარლამენტი და ჩვენ ვმოქმედებთ ამ სულისკვეთების შესაბამისად. საჭიროა ადამიანის უფლებების ინსტიტუციური მექანიზმების მუდმივი სრულყოფა. რა თქმა უნდა ყურადღება უნდა გავამახვილოთ რეფორმის ისეთ ასპექტებზე, როგორიც არის მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი დახვეწა. ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა რა თქმა უნდა საარჩევნო უფლებების უკეთესი რეალიზება, გენდერული თანასწორობის დაცვა და ა.შ.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევაში კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ შეასრულა დიდი როლი.