„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, პურის ფასი არ რეგულირდება,“-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ პურის ფასის მომატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მწარმოებელი კომპანიები იღებენ და ამაში მთავრობა არ ერევა.
„სახელმწიფო არ წყვიტავს და მთავრობა, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი ახლა აღარ არის, უკვე დაინგრა. ჩვენ არ ვწყვიტავთ ამას,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
რაც შეეხება პრემიერის შეფასებას პურის გაძვირებაზე, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არაკონკურენტულ გარემოს, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ისინი ამ საკითხს შეისწავლიან.
„ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაღაც პრობლემა ჩვენ მაგაზე რეაგირებას მოვახდენთ,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით კი პრემიერმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფასის მატება ასეთი მაღალი არ უნდა იყოს, ამიტომ მთავრობა საკითხის გარკვევას სეეცდება.
„საბაზრო მექანიზმები არ უნდა იყოს მაგხელა გაძირება. ვნახავთ რასთან გვაქვს საქმე. თუ რაღაც დარღვევად ჩავთვალეთ შესაბამის ზომებსაც მივიღებთ,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი პურის ფასის მატებას მსოფლიო ბაზარზე გაძვირებულ ხორბალს უკავშირებს. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ფასების შესწავლა, რამდენად ადეკვატურია ის მსოფლიო ბაზარზე ფიქსირებული ხორბლის ფასთან.
„ხორბალი წელს უფრო ძვირი ღირს ვიდრე 2017 წელს, თუმცა ფასები, რომელიც ჩვენ გვაქვს ფქვილზე, ძირითად იგრედიენტზე, რომელზეც ხდება აპელირება, ეს რამდენად თანხვედრაშია და ადეკვატურია იმ ზრდის, რომელიც ჩვენ დავინახეთ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ზრდა იყო, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან პური მაღაზიებში 10-15 თეთრით გაძვირდა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი