ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. ცერემონია, ტრადიციულად, ქალაქის მერიის შენობაში გაიმართა.
პრემია წელს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლებს მიანიჭეს: კონგოელ ექიმ დენის მუკვეგეს და იეზიდ უფლებადამცველ ნადია მურადს, რომელიც თავად იმყოფებოდა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში.
გამარჯვებულებს, დიპლომთან და მედლებთან ერთად, 9 მილიონი შვედური კრონიც გადაეცათ.
ოსლოს შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში გაგრძელდება.