დღეს საღამოს "რუსთავი 2"-ის მაყურებელს მეგა შოუს მეორე ლაივ კონცერტი ელოდება წინ.
„მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტები ცნობილ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ და ამ ნამღერით შეეცდებიან თავი მოაწონონ როგორც ჟიურის წევრებს, ასევე მაყურებლებს.
კონკურსანტებს შორის მღელვარება იგრძნობა, თუმცა მათი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ეს საღამო ყველასთვის გამორჩეული იყოს.
„უფრო მეტი შემართებით ვართ ალბათ. ვმღერი ძალიან კარგ სიმღერას, ეს არის მშვიდი, ძალიან კარგი სიმღერა. ვფიქრობ, რომ მაყურებლის უმეტესობამ იცის ეს სიმღერა და მიხარია, რომ სხვა ხასიათის სიმღერას ვასრულებ და განსხვავებულია პირველ ტურთან შედარებით. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, გვაქვს მაყურებლის მხარდაჭერის იმედი,“ - განაცხადა მზიკო ფარტენაძემ.
დღეს „მხოლოდ ქართულის“ 9 კონკურსანტიდან ერთ-ერთი პროექტს დატოვებს, ის ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს.
ხმის მიცემა სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.
„ვემზადებით, ახლაც გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. ღელვა არის, რა თქმა უნდა შინაგანი ღელვა მაინც არის. ყველანაირად ვცდილობთ, უკვე მეორე ლაივია, შედარებით ჩავახშოთ ეს მღელვარება. ჩემი სიმღერა არის ძალიან მხიარული, სახასიათო,“ - განაცხადა ნუცა თოფურიამ.
"მხოლოდ ქართულის" მეორე ლაივ კონცერტი "რუსთავი 2"-ზე 21:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.