პურის გაძვირებაში ექსპერტები მთავრობას ადანაშაულებენ. უფრო კონკრეტულად კი ისინი ერთ-ერთ მიზეზად ფინანსთა სამინისტროს იმ ინიციატივას ასახლებენ, რომლის მიხედვითაც ხორბლის შემოტანაზე შეზღუდვები წესდება.
საუბარია, ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლის შემოტანა სახმელეთო გზით აღარ უნდა იყოს დაშვებული.
ანალიტიკოსები პრემიერი მინისტრის დავალებას და კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურებიან, მოხდეს ფასის მატების მიზეზების შესწავლა და მას არასერიოზულს უწოდებენ.
„ყველაფერ ამას თუ დავაჯამებთ არ უნდა გაგიკვირდეს,რ ომ ფასები ხორბალზე და ხორბლის პროდუქტებზე და პურზე რაც მთავარია ცოტა გაიზარდოს, რეგულირებების შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ.
მთავრობის ინიციატივა, რომ ისინი გამოიკვლევენ ჩაერევიან და გაარკვევენ რა არის დანაშაული და ხომ არ არის კონკრეტული ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი დამნაშავე
ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია, “-ამბობს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პურზე ნოემბრის თვეში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რამაც ფასის მატება განაპირობა. ისინი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ.
„სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს პროდუქტების ჭრილში ინფლაციას და პურისთვის საკმაოდ მაღალი 5% ინფლაცია იყო დაფიქსირებული ნოემბრის თვეში. ვერანაირი მექანიზმით ვერ მოხდება მისი დაჭერა უფრო დაბალ ნიშნულზე. უფრო დაბალ ნიშნულზე დაჭერა ნიშნავს, რომ პურის ხარისხი დაეცემა, დაეცემა წონა,“-ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.