ხმაური იუსტიციის სახლთან - "ქართული დასის" წევრები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის უფლების მინიჭებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეზღუდვა გააუქმა, “ანტიქართულს” უწოდებენ და შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე.