ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი პირის დაკავება მოჰყვა - თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6 ავტომობილი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი დიდი სისწრაფით მოძრაობდა და ის გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი, რომელმაც ავარია გამოიწვია, მძღოლს არ ეკუთვნოდა. ის სამართალდამცველებმა საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.