17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოება პანკისში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის დეტალებით ინტერესდება - EMC დიპლომატებს ხვდება

საერთაშორისო საზოგადოება პანკისში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის დეტალებით ინტერესდება - თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას და ხმაურიანი საქმის დეტალებს EMC დღეს დიპლომატიურ კორპუსს აცნობს.

„ამ დრომდე არ არის ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი, ამ დრომდე არ გვაქვს წვდომა საქმის მასალებზე,ამ დრომდე არ არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რაც მნიშვნელოვანია სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის.

სუს-ი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატიც.

„პირდაპირ გვეუბნებიან რომ მიმდინარეობს უწყვეტი პროცესი არ არსებობს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ის რომ საქმის მასალებზე წვდომა ვერ იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი,“-ამბობს მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

დღის ამბები