17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
დემნა გვასალია წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერად დაასახელეს 

დემნა გვასალია წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერია. ბალენსიაგას მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ბრიტანეთში, მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესოდ დაასახელეს.

მასთან ერთად ამ ნომინაციაზე წარდგენილი იყვნენ გუჩის, პრადას, დიორის და ლუევეს შემოქმედებითი ხელმძღვანელები.

ბრიტანეთში მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე სულ 15 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა. ცერემონია ლონდონში, „როიალ ალბერტ-ჰოლში“ გაიმართა.

ღონისძიებას მეგან მარკლიც დაესწრო. სწორედ მან გამოავლინა წლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერი, რომელიც პრინც ჰარის მეუღლის საქორწილო კაბის ავტორია.

დღის ამბები