17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
გაერომ გლობალური საემიგრაციო პაქტი დაამტკიცა

გაერომ გლობალური საემიგრაციო პაქტი დაამტკიცა. დოკუმენტი სახელწოდებით "უსაფრთხო, თანმიმდევრული და რეგულირებადი მიგრაციის პაქტი" მარაკეშში გამართულ სამიტზე 150 ქვეყნის ხელმოწერით მიიღეს.

საემიგრაციო პაქტი ევროპაში გაზრდილი მიგრანტების ნაკადის გამო გაეროს წევრმა ქვეყნებმა ჯერ კიდევ ივლისში შეათანხმეს. მაშინ დოკუმენტს 193-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თუმცა, მას შემდეგ ქვეყნების ნაწილმა პოზიცია შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ხელმომწერებს არანაირ იურიდიულ ვალდებულებას არ აკისრებს, მის წინააღმდეგ შეერთებული შტატები და რამდენიმე ევროპული ქვეყანა წავიდა. პაქტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ წესდება ევროპაში უსაზღვრო მასობრივი მიგრაციას კიდევ უფრო გაზრდის.

დღის ამბები