17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
წელიწადში ათჯერ გაცემული პრემია და ტენდერები, რომელშიც მერის სიძე იმარჯვებს - დარღვევები ბოლნისის მერიაში

აუდიტის სამსახურის დასკვნა და დარღვევები ბოლნისის მერიაში - უწყება პროკურატურას იმ ტენდერის შესწავლას ურჩევს, რომელიც ბოლნისის მერიამ გამოაცხადა და რომლის გამარჯვებულიც მოქმედი მერის სიძის კომპანია „დევეპლუსი” გახდა. ის ტენდერეის ერთადერთი მონაწილე იყო.

აუდიტს ეჭვი აქვს, რომ გარე განათების დამონტაჟებისთვის კომპანიისთვის გადარიცხული 340 ათასი ლარი ხელოვნურად გაზრდილია. გასულ წლებში ბოლნისის მერია იგივე სანათებს 100 ათასი ლარით ნაკლებად ცვლიდა. ​აუდიტორებს შემოწმების დროს ბოლნისის მერიაში ვერ დაუსაბუთეს რატომ გაიზარდა მომსახურების საფასური.

კიდევ ერთი თემა, რომელიც აუდიტის 70 გვერდიან დასკვნაში მოხვდა, ბოლნისის მერიაში დარიგებული პრემიებია. 2017 წელს პრემიებში ნახევარი მილიონი დაიხარჯა.

რიგითმა თანამშრომლებმა და მაღალჩინოსნებმა ერთ წელიწადში პრემია 5-ჯერ, 6-ჯერ და 10-ჯერაც კი აიღეს, რაც ცალსახად დარღვევაა. 24 ათასით არის გაზრდილი სამივლინებო ხარჯიც.

კანონით განსაზღვრული 7 ავტომობილის ნაცვლად კი ბოლნისის მთავრობას 13 ავტომობილი ემსახურება. ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარს არც საეჭვო ტენდერებზე და არც დარიგებულ პრემიებზე აკეთებს.

 

დღის ამბები