17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ საუკეთესოდ აღიარა

დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ საუკეთესოდ აღიარა - ბალენსიაგას მოდის სახლის კრეატიული დირექტორი წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერია.

გვასალიასთან ერთად ამ ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ იტალიური მოდის 3 წამყვანი შემოქმედებითი ხელმძღვანელი. პრადას, დიორის, გუჩის და ლუევეს შორის წელს საუკეთესო წარმოშობით ქართველი დიზაინერი აღმოჩნდა.

დემნა გვასალია ბრიტანეთში მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე რამდენჯერმე იყო წარდგენილი, 2016 წელს ის ორი ყველაზე პრესტიჟული ნომინაციის გამარჯვებულიც კი გახდა.

ლონდონში როიალ ალბერტ-ჰოლში დაჯილდოების ცერემონიას თავად ნომინაციის გამარჯვებული ვერ დაესწრო. დემნა გვასალიას ნაცვლად ჯილდო, ფრანგულ მოდაში ყველაზე გავლენიან ქალბატონს, შანელის მთავარ სტილისტს და ჰარპერს ბაზარის საერთაშორისო რედაქტორს გადასცეს. კარინ როიტფელდმა ღონისძიებაზე დემნას არყოფნაც ახსნა და თქვა, რომ მან დაჯილდოებაზე მისვლა ოჯახური პასუხისმგებლობის გამო ვერ შეძლო.

ბალენსიაგა წელს კიდევ ერთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მოდის საბჭომ წლის საუკეთესო ბრენდად გუჩის, ბალენსიაგას, ბარბერის, ოფ უათისა და პრადას შორის არჩევანი გუჩიზე გააკეთა. ბრენდის გენერალური დირექტორი კი ბიზნეს ლიდერის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

დღის ამბები