პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება - ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია სკოლამდელები ჩვენი მომავლისთვის
დამფუძნებელმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.
მისი თქმით, როგორც ბაღების, ასევე სკოლების, დირექტორებზე მიმდინარეობდა შანტაჟი და ზეწოლა, ხშირ შემთხვევაში კი, მათ პროკურატურით აშინებენ.
„ეს ტალღა დაიწყო 2015 წლიდან. 2015 წლიდან უკვე გადასცდა ათეულებს და ასეულებსაც კი, იმდენად მასშტაბური წმენდა დაიწყეს ჩვენმა ხელისუფლებამ. ზუსტად იმ კადრებს დაერივნენ, რომლებიც მათთვის არ იყვნენ იოლად სამართავები. მხედველობაში მაქვს ერთ კვირაში გათავისუფლებული 11 დირექტორის საქმე,“ - განაცხადა ინგა გუგავამ.
ინგა გუგავას თქმით, ყველანაირი მეთოდი, რაც კი არსებობს, გამოიყენა ამ ხელისუფლებამ სკოლის და ბაღების დირექტორების დევნისთვის.
ის აცხადებს, რომ საფრთხე ძალიან დიდია და, თუ კი რეაგირება მალე არ მოხდება, ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების შემთხვევა ერთადერთი არ იქნება.
მისივე თქმით, გათავისუფლებულ არასასურველ დირექტორებს ხელისუფლება ოცნების მხარდამჭერებით ანაცვლებს.
„მოქმედი დირექტორები გვიკავშირდებიან, რომლებიც საუბრობენ საშინელ ზეწოლაზე. მათ ეკრძალებათ განსხვავებული აზრის გამოთქმაც კი, თუნდაც ეს დერეფანში მოხდეს. მათზე არის სერიოზული ზეწოლა სადამსჯელო ღონისძიებებით ემუქრებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს ტალღა აუცილებლად გაგრძელდება,“ - განაცხადა ინგა გუგავამ და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არ უნდა დანებდნენ და ღიად განაცხადონ, რომ მათზე მიდმინარეობს ზეწოლა.