17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
გაყალებული წერილი და პოლიტიკური დევნა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება - ხათუნა გერგია ია კერზაიას საქმესთან მსგავსებაზე საუბრობს

ხობის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებას ეხმაურება. ხათუნა გერგაია აცხადებს, რომ ის მსგავსებას ხედავს მის გათავისუფლებასა და იმ წერილს შორის, რომელის საფუძველზე მოხდა ია კარზაიას გადამოწმება.

საუბარია ანონიმურ წერილზე, რომლის შემდეგაც სკოლაში შევიდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახური. სწორედ ამ წერილის გაყალბებაზე  საუბრობს გარდაცვლილის შვილი.

ხათუნა გერგაია აცხადებს, რომ მის შემთხვევაში შემოწმება მოხდა წერილის საფუძველზე და საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ წერილზე ხელმომწერი პირი ცხოვრობდა მოსკოვში, რომელიც საქართველოში 8 წლის განმავლობაში არ ჩამოსულა. მისივე თქმით, ის პირადად დაუკავშირდა ამ ქალბატონს, რომელმაც მისი ხელმოწერის გაყალბების გამო, პროკურატურაში იჩივლა.

რაც შეეხება თავად ხათუნა გერგიას გათავისუფლებას, მან პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ზუგდიდის ცენტრში წამების ცნობილი კადრები გავიდა. ხათუნა გერგიამ ამის შესახებ განათლების სამინისტროს აცნობა. ხათუნა გერგია ამბობს, რომ მალევე, მისი პროტესტის გამოთქმისთანავე, რესურსცენტრში შევიდა მონიტორინგი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაშიც რესურსცენტრი შეამოწმა იგივე პირმა - წამალაშვილმა, რომელიც მონიტორინგზე იმყოფებოდა ზუგდიდის #6 სკოლაში ია კერზაიასთან.

ხათუნა გერგია აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ მისი დევნა გრძელდება ახლაც.

„დავწერე განცხადება იმიტომ, რომ ბრძოლასაც აზრი არ ჰქონდა. მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ 3 წლის განმავლობაში ჩემთვის ყველა კარი არის დაკეტილი,“ - განაცხადა ხათუნა გერგიამ. 

დღის ამბები