ზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
ინფორმაციას საბიუჯეტო თანხის სავარაუდო არამიზნობრივად ათვისების შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ყინულის მოედანი 2012 წელს აშენდა, ორჯერ დაზიანდა და კვლავ რეაბილიტაციის ეტაპზეა. ამისთვის კი წელს დამატებით 400 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.
„ეს ყინულის სახლი უკვე სამ წელიწადში გახდა სარეაბილიტაციო. 2015 წელს 154 000 ლარი დაიხარჯა რეაბილიტაციაზე. 2018 წელს ისევ არის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 408 ათასი ლარი ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე 2018 წლის ზუგდიდის ბიუჯეტში გაწერილი თანხები სოციალურად დაუცველთა, შშმ პირთა, ვეტერანთა და დევნილთა დასახმარებლად,“- ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე.