გერმანიის პატარა ქალაქის ქუჩა შოკოლადმა დაფარა. შოკოლადის მწარმოებელ ქარხანაში ავზი დაზიანდა და თხევადმა ცხელმა შოკოლადმა გაჟონა. ინცინდენტი ქალაქ ვერლში მოხდა.
ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საწარმოში ერთი ტონა შოკოლადი დაიღვარა და შენობის გარეთ გაჟონა.
ადგილზე მაშველები და სანიტარული სამსახური გამოიძახეს.
გზის გაწმენდის მიზნით ქარხნის მიმდებარე ქუჩები ჩაიკეტა.