17 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
საბერძნეთში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

საბერძნეთში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ათენის ცენტრში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს და სადღესასწაული განათებები ჩართეს.

საზეიმო ცერემონია პარლამენტის შენობასთან გაიმართა, სადაც წელს ორიგინალური ნაძვის ხე დაამონტაჟეს და საშობაო სოფელი გახსნეს.

წვიმიანი ამინდის მოუხედავად, ცერემონიაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

საშობაო დეკორაციების ანთების შემდეგ საშობაო სოფელში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა. 

დღის ამბები