17 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ინაშვილმა მელიას პარლამენტში ფურცლები შეაყარა, პაპუაშვილმა მუშტი ჩაარტყა

პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელიას მწვავე გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილის განცხადება მოჰყვა, სადაც მან მელიას მოუწოდა დამშვიდებულიყო , ემკურნალა, წყალი დაელია ან ჰაერზე გასულიყო.

„ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი ჩუმად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში,“- მიმართა ინაშვილმა ნიკა მელიას.

მელიას რეპლიკების შემდეგ ინაშვილი თავისი ადგილიდან მელიასკენ გაემართა. ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან "ქართული ოცნების" დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა.  პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა. 

დღის ამბები