17 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
ინაუგურაციის სამზადისი თელავში - სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი თითქმის დასრულებულია

თელავში, მეოთხე დღეა ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე ინაუგურაციისთვის სამზადისი მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფმა თითქმის დაასრულა სცენისა და ტრიბუნების მონტაჟი. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ბატონის ციხის შიდა და გარე პერიმეტრზეც.

ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფიცარნაგის მოწყობა, რის შემდეგაც უკვე ხალიჩები დაიგება.

გურამ ურჩუხიშვილის თქმით, ინაუგურაციის დროს მხოლოდ ეზოს ექნება დატვირთვა, ხოლო ნაგებობებში რამე ტიპის ღონისძიება დაგეგმილი არ არის. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები