საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის. ნინო ლომჯარიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
სახალხო დამცველის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომით უფლებებს. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არ გათავისუფლდნენ თანამდებობიდან დაუსაბუთებლად.
"მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს დააშორებს იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც იქნა იგი მიღებული და არსებული სტანდარტების გაუარესების საშიშ პრეცედენტს შექმნის,"- აცხადებს ნინო ლომჯარია და მოუწოდებს მმართველ გუნდს, არ დაუშვას ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება.