17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
"ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი" - ია კერზაიას გარდაცვალებას გედევან ფოფხაძე ეხმაურება

საპარლამენტო უმცირესობა განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. როგორც "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა ია კერზაიას გარდაცვალების შემთხვევის გამო პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა რომელიც კავშირშია მომხდარ ფაქტთან.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია რომ საარჩევნო შტაბს ზუგდიდში ხელმძღვანელობდა გიორგი გახარია და ის რაც #6 სკოლაში მოხდა მისი ბრძანებით განხორციელდა.

„დადგეს მართლაც განათლების სამინისტროში მთელი იერარქიის პასუხისმგებლობის საკითხი, გენ. ინსპექციით დაწყებული, მინისტრით დამთავრებული. იმიტომ, რომ უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი არის  ერთ დღეში შესული განცხადება, ერთ დღეში იყოს რეაგირების საგანი, ერთ დღეში დაიწეროს ბრძანება , ერთ დღეში გაუშვან მივლინებით და მეორე დილით შეამოწმონ. არ ხდება ასეთი რაღაცა. ასეთი ეფექტურები რომ არ ხართ მართვაში, თქვენ თვინონაც ხომ კარგად იცით?! მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ არის მთავარი. მთავარი ის არის რომ ეს ვისი გამოისობით და ვისი კურთხევით მოხდა ზუგდიდში თქვენ ხომ კარგად იცით. ვინ იყო ზუგდიდში შტაბის უფროსი თქვენ ხომ კარგად იცით, გახარია არ  იყო ვინც ამას მართავდა ყველაფერს?,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გედევან ფოფხაძე კი სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. როგორც პარლამენტში მიმდინარე სესიაზე მმართველი გუნდის წევრმა განაცხადა, წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობის დროს კანონით უნდა აიკრძალოს ნებისმიერი შემოწმება სკოლებში. რათა ისეთი შემთხვევები როგორსაც ადგილი ჰქონდა ია კერზაიას შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ გახდეს.

„ამ თემაზე უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება თუ ჩვენ გვინდა რომ ეს სპეკულაციები არ იყოს. კანონმდებლობაშიც უნდა შევიტანოთ ცვლილება და დავაფიქსიროთ ის ვალდებულება საარჩევნო კოდექსით რომ არ ჰქონდეს არავის უფლება საარჩევნო პერიოდში ინსპექტირების მოწყობების. ეს ყველა ჩვენგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანია. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის კი არის მორალური პასუხისმგებლობის საგანი,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

დღის ამბები