პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე ჩატარდა. არჩევნებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას კრიტიკული გამოსვლის შემდეგ, მასთან ფიზიკური ანგარიშსწორება ირმა ინაშვილმა სცადა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ნიკა მელიას მიეჭრა. მისი გაკავება რომან გოცირიძემ სცადა თუმცა უშედეგოდ. ინაშვილმა მელიას ფურცლები შეაყარა. რამდენიმე წამიანი შელაპარაკების შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა მელია დარბაზიდან დერეფანში გაიხმო.
დაპირისპირების მეორე ფრონტი დარბაზში "პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთმა წევრმა ემზარ კვიციანმა გახსნა, ის სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან მისვლას ცდილობდა, თუმცა კვიციანი მანდატურის სამსახურმა შეაჩერა.
ვიდრე ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან ჩხუბობდა, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეს ზურგიდან "ქართლი ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი მიეპარა, რასაც კიდევ ერთი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ჩხუბი პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების განხილვას მოჰყვა. სიტყვით გამოსვლის დროს ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს და პარლამენტს თავმჯდომარეს კრიმინალები უწოდა და თქვა, რომ მათ ქვეყანაში სისხლიანი არჩევნების ჩაატარეს. სწორედ ამ დროს სცადა "ქართული ოცნების" დაცვა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა.