ადამიანის უფლებების დარგში მოღვაწე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა დააჯილდოვეს.
ღონისძიება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ადგილობრივი პრემია და 2 ათასი ლარი გადაეცა პირველ ადგილზე გასულ ორგანიზაციას - „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს”. მიღებული თანხით ორგანიზაცია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საგანმანათლებლო ცენტრის აღდგენას გეგმავს, სადაც “კახეთის რეგიონული ცენტრის” მიერ ადგილობრივებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები გაიმართება.