პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც ირმა ინაშვილი ნიკა მელიას თავს დაესხა, ხოლო მმართველი გუნდის წევრმა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მესამე სექტორი ეხმაურება. „საერთაშორისო გამჭირვალეობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის რაც პარლამენტში მოხდა დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.
„ეს არის ცუდი, ეს არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის კოდექსის იმპლემენტაცია მოხდეს შესაბამისად, იმიტომ რომ ეს არის ის რაც ყველა განვითარებულ ქვეყანას სჭირდება,“- განაცხადა "საერთაშორისო გამჭრვალეობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებები ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ახალისებს ძალადობას.
„როდესაც ასეთ პოლარიზებულ გარემოში აგრესიული რიტორიკა გადადის უკვე ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიაში ასეთი მაღალი პლატფორმიდან ეს არ ეხმარება საზოგადოებაში პოლარიზების დაცხრომას და პირიქით შეიძლება ამან გამოიწვიოს სხვა ძალადობრივი ქმედებები,“-ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძემ.
მესამე სექტორი დეპუტატებს მოუწოდებს დარჩნენ ეთიკის ნორმებში.
„მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკოსებმა და ყველამ გავიაზროთ ის თუ რა რეალური საშიშროება შეიძლება წარმოქმნას ასეთმა დაპირისპირებამ. და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ეთიკის ნორმებში დავრჩეთ,“-განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა.