17 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - შს მინისტრი პარლამენტში მივა

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივა. ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გააკეთა.

სწორედ საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა იყო გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში დაბარება.

პარტიის წევრებს მინისტრთან კითხვების ე.წ. ხორავას საქმესთან დაკავშირებით აქვს. კერძოდ, როგორ სრულდება ის რეკომენდაციები, რომელიც გასცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

„მიუხედავად ბევრი  მოტყუებისა შინაგან საქმეთა მინისტრი აპირებს, რომ მოვიდეს პარლამენტში. და შესაბამისად ჩვენც წლის ბოლომდე გვექნება ამ კონკრეტული დადგენილების განხილვა. ველოდებით ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლას და მისი მხრიდან პასუხების მოსმენას. ეს თემა აუცილებლად  იქნება დღის წესრიგში კიდევ დიდი ხანი მანამ სანამ ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული პასუხები არ ექნება საზოგადოების მიმართაც და ჩვენს მიმართაც. იმიტომ რომ ეს არის კითხვები რომლებიც არ განელებულა. და მათ თუ იმედი აქვთ რომ ახლა რაღაც პოლიტიკური პიკი გადავიდა  და ახლა ხალხს დაავიწყდა ის პრობლემა რასაც ჰქვია ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობა და ამის მერე არ გამოძიება ძალიან ცდებიან. ეს ამბავი იქნება დღის წესრიგში აუცილებლად,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები