მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პარლამენტში ელოდება. შს მინისტრმა ე.წ. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, თუკი საქმესთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მას ძალოვანმა უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ.
„ცხადია ამ რეკომენდაციების შესრულებაზე შესაბამისად ველოდებით პასუხებს. ასე არის ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი მით უმეტეს ახლა როდესაც კომისიის მუშაობის შემდგომ და განსაკუთრებით პარლამენტის დადგენილების შემდეგ ეს სივრცეები უნდა შეივსოს შესაბამისი პასუხებით. თუ რამ გვაინტერესებს ამ საკითხზე, ცხადია ჩვენ ეს პასუხები უნდა მოვისმინოთ ძალოვანი უწყებებისგანაც და პროკურატურისგანაც,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გიორგი გახარია პარლამენტში "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. დღეს ცნობილი გახდა რომ შს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მივა.