17 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ვალების განულების სამთავრობო პროგრამა - სესხები გარდაცვლილებს ჩამოაწერეს 

ვალების ჩამოწერის პროგრამაში გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ. ოჯახებმა ვებგვერდზე vali.ge მონაცემების გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სესხები ჩამოაწერს მათ ვინც წლების წინ გარდაიცვალა. კიდევ ერთი ტენდეცია, რომელიც ვალების ჩამოწერის პროგრამამ გამოკვეთა გაბერილი სესხებია.

ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მან ახლობლის მონაცემები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მის ახლობელს ის ვალი ჩამოაწერეს, რომელიც მის გარდაცვალებამდეც ხანდაზმული იყო.

„კურიერს“ დაუკავშირდა მოქალაქე ზაზა დოლიძეც, რომელმაც ათი წლის წინ 750 ლარიანი ნივთი განვადებით გამოიტანა. ნივთის დეფექტის გამო მან ტექნიკა უკან დააბრუნა და განვადებაზეც უარი თქვა. თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ 11 წლის წინ აღებული განვადების თანხა გაზრდილია და მას ბანკის წინაშე 25 ათასამდე მეტი ვალი აქვს.

„სესხი რომელიც მიფიქსირდებოდა "საქართველოს ბანკზე" იყო "ვესტელთან" ურთიერთობიდან გამომდინარე. პროდუქტი , რომელიც განვადებით უნდა შემეძინა 2007 წელში  უვარგისობის  გამო უკან დავუბრუნე "ვესტელს" და გავაფრთხილე საქართველოს ბანკი არ გადაერიცხა თანხა. მაგრამ მოხდა ისე რომ თანხა გადარიცხული სამი დღის შემდეგ მაინც აღმოჩნდა. საქართველოს  ბანკი მედავებოდა წლების განმავლობაში აღნიშნულ თანხას. გადავამოწმე რამდენი მერიცხებოდა და  ვიყავი თუ არა მოვალეთა რეესტრში და ეს ნამდვილად ვიცოდი რომ ამ წლების განმავლობაში არასწორად ვირიცხებოდი მევალეთა რეესტრში, აღმოჩნდა რომ 750  ლარში 25 060 ლარი მქონია დავალიანება საქართველოს ბანკის. იწერება ის ვალები რომელიც უკვე ვადაგასულია,“-განაცადა ზაზა დოლიძემ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები