17 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
"ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა აგებულია ტყუილზე" - ექსპერტები მოვალეთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდაზე საუბრობენ

იმ პირთა რიცხვი ვისაც ვალი უნდა ჩამოაწერონ გადაჭარბებულია - ასეთია ექსპერტების პოზიცია ვალების ჩამოწერის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. სპეციალისტები ამბობენ, რომ გაბერილია ასევე ის თანხა, რომელიც დასახელდა და რომელიც არსებული ინფორმაციით,  "ქართუ ბანკმა" უნდა დაფაროს.

„ყველაფერი რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა დაპირების სახით აგებული იყო ტყუილზე. ამაშია პრობლემა. ან პირველი ის რომ 600 ათას ადამიანს არ ეხება და ასიათასობით ნაკლებ ადამიანს ეხება. და მეორე, არანაირი მაკროეკონომიკური ეფექტი ამას არ აქვს. ფიზიკურად  ვერ მოიცავს ესეთი რაღაც 600 ათას ადამიანს,“-განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოხვდნენ სიაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ისარგებლებენ საბანკო სესხის სერვისით. გიორგი კეპულაძის თქმით, საუბარი იმაზე რომ ისინი ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაერთვებიან არის აბსურდი.

„გადაჭარბებული მგონია საუბარი იმაზე, რომ ეს ერთჯერადი აქტი  რაღაც ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს ან ეს ადამიანები რაღაც პირდაპირ ჩაერთვებიან ეკონომიკაში. ამ ერთჯერად სოციალურ აქტს ალბათ უფრო მეტი საერთო აქვს პოლიტიკასთან. ვიდრე ეკონომიკასთან,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები