17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
კვორუმის არარსებობამ დაადასტურა "ოცნების" დამოკიდებულება - ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის ჩაგდებას ეხმაურება

დღეს პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. სესია ამ წუთებში კენჭისყრით უნდა გაიხსნას.  ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს გუშინ, უნდა მიეღოთ, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო პროცესი ჩაიშალა.

ოპოზიცია ამბობს, რომ გუშინ  კვორუმი უმრავლესობის წევრების დარბაზში არ ყოფნის გამო არ შედგა. რომან გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ დღესაც იგივე არ გამეორდება. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მასში უამრავი უსარგებლო  ბიუროკრატიული ხარჯებია.

„უამრავი უსარგებლო ხარჯი,  ბიუროკრატიული ხარჯები კვლავ არის დატოვებული და ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტი მოხმარდეს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას, სოციალურ პროგრამებს, ეკონომიკურ ზრდას ბიუჯეტი ხმარდება ხელისუფლებისთვის მორგებულ ხარჯებს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდი ბიუჯეტის პროექტს არასერიოზულად ეკიდება.

„კვორუმის არარსებობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა  „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არასერიოზული დამოკიდებულება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ როგორიც არის ბიუჯეტი. ქვეყანაში სადაც მედიკამენტების ფასი არის  მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის გაღარიბების მთავარი  წყარო, მთავრობა ვერ ახერხებს გამოყოფილი ათი მილიონიდან თუნდაც 2 მილიონის დახარჯვას,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები