17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
"საუკეთესო ბიუჯეტია სოციალური კუთხით" - მმართველი ბიუჯეტის კენჭისყრისთვის ემზადება

ეს არის სიღარიბის აღმოფხვრისკენ გადადგმული ძალიან რეალური ნაბიჯი - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც გუშინ კენჭისყრაზე სწორედ მმართველი გუნდის დარბაზში არ ყოფნის გამო ვერ გავიდა.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭისყრაზე დღეს გაიტანენ. როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, ბიუჯეტის პროექტი გაწერილია მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე.

„საუკეთესო  ბიუჯეტია სოციალური და ადამიანზე ორიენტირების კუთხით რომელიც ხელს  უწყობს ადამიანების დასაქმებას. ანუ ადამიანებს აძლევს საშუალებას სოციალური შემოწირულობის წვეთოვანზე არ იყვნენ, არამედ თვითონ, თავიანთ ოჯახებს შემოუტანონ შემოსავალი,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები