ოკუპაციის თემაზე ჩვენ მუდმივად უნდა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მას არ ჰქონია პრეცედენტი, როდესაც რომელიმე მინისტრს არ აწუხებდა ოკუპაციის თემა. თუმცა მარგველაშვილის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების კრიტიკა უნდა შესუსტდეს.
„უმკლავდება თუ არა ხელისუფლება ოკუპაციის პრობლემას სათანადოდ?- ოპოზიციის საქმე ის არის, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს, მეტიც მედიის საქმეც ეს არის.
მე არ მგონია, რომ ქართულმა ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია რაიმენაირად ოკუპაციის თემას. ამის პრეცედენტი, როდესაც მე ვმუშაობდი არაერთ თავდაცვის მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ა.შ. არ მქონია, რომ რომელიმე მინისტრს არ აწუხებდა ოკუპაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევასუსტოთ მოთხოვნა იმაზე, რომ ოკუპაცია მიუღებელია. მათ შორის კრიტიკით.... თუ ცოტა მაინც ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის თავისი საქმე და არ გამოვხატავთ პროტესტს, იცოდეთ, რომ ეს არის წაგებული საქმე.... თუმცა ვერ გეტყვით, რომ "ქართული ოცნება" ამ თემას რამენაირად გულგრილად უდგებოდა,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.