თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ანკარიდან კონიაში მიდიოდა, ჯერ სხვა შემადგენლობას, შემდეგ კი გადასასვლელ ხიდს შეეჯახა.
ავარია ანკარიდან 8 კილომეტრის დაშორებით მარსან-დიზის რკინიგზის სადგურთან მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები დეფორმირებულ ვაგონებში მოყოლილ მგზავრებს ეძებენ.
47 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.