17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
ბრიტანელ წყვილს ნიუ იორკში დაკარგული საქორწინო ბეჭედი ელენ დეჯენერესის შოუში დაუბრუნეს

ახლადდანიშნულ ბრიტანელ წყვილს ნიუ-იორკში დაკარგული საქორწინო ბეჭედი ელენ დეჯენერესის შოუში დაუბრუნეს.

შეყვარებულმა მამაკაცმა საკუთარ რჩეულს ცოლობა ქალაქის ცენტრალურ პარკში სთხოვა, ცოტა ხნის შემდეგ კი ტაიმს სკვერზე ბეჭედი შემთხვევით ხელიდან გაუვარდა და ის საკანალიზაციო სისტემაში ჩავარდა.

წყვილის დახმარება სამართალდამცველებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მომდევნო დღესაც დაბრუნდა და ბეჭედი იპოვა, წყვილის მოსაძებნად კი სოციალურ მედიაში კამპანია წამოიწყეს.

საბოლოოდ სამართალდამცველები ბრიტანელ წყვილს ელენ დეჯენერესის გადაცემაში შეხვდნენ, შეყვარებულებს საჩუქრად 10 ათასი დოლარიც გადასცეს.

დღის ამბები