17 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
მკვდარი სულები და ხელოვნურად გაზრდილი კრედიტი ვალების სიაში - განულების პროგრამა ხარვეზებით იწყებს მუშაობას

მკვდარი სულები და ხელოვნურად გაზრდილი კრედიტი გასანულებელი ვალების სიაში - განულების პროგრამა კრიტიკული ხარვეზებით იწყებს მუშაობას.

პროექტის ოფიციალურ ჩამონათვალში მოქალაქეები გარდაცვლილ ადამიანებს პოულობენ. არის შემთხვევები, როდესაც ირკვევა, რომ რამდენიმე ასეული ლარის განვადება ათასობით ლარის დავალიანებად ხელოვნურად იქცა.

საბანკო სფეროს სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ განულების მიუხედავად, მოქალაქეები მაინც შავ სიებში რჩებიან.

ექსპერტები დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნებით ამბობენ, რომ განულების პროგრამა ეკონომიკურის ნაცვლად, პოლიტიკური მანიპულაცია იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საზიანოა ეკონომიკისთვის, და ის მომავალში არ უნდა განმეორდეს.

ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და საახალწლოდ, 31 დეკემბერს დასრულდება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები