ასაფეთქებელი ნივთების არასრულწლოვნებზე გაყიდვა შესაძლოა, აიკრძალოს. კანონპროექტი საახალწლო პიროტექნიკით მოვაჭრეებისთვის რეგულაციების დაწესებაზე პარლამენტში გუშინ შევიდა.
იდეის ავტორები ამბობენ, რომ 18 წლამდე მოზარდებისთვის ცეცხლსაშიში ნივთების მიყიდვა დაუშვებელია. ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად, მმართველი გუნდი დაჩქარებული წესით განიხილავს. იდეა მისაღებია, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
მმართველი გუნდის წევრების ნაწილი ამბობს, რომ კანონი ეფექტური არ იქნება, რასაც კამათი მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ეფექტური არ იქნება. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ კანონის აღსრულების საკითხი ტექნიკურად შეუძლებელია.
ახალი კანონპროექტის მიმართ უარყოფითი მოლოდინები აქვთ თავად პიროტექნიკით მოვაჭრეებს. ისინი ვარაუდობენ, რომ შეზღუდვების დაწესება ვაჭრობას შეამცირებს, რაც მათ შემოსავალზე აისახება.
თუმცა, იმის გამო, რომ ზოგჯერ პიროტექნიკის გამოყენების დროს სავალალო შედეგი დგება, შეზღუდვების დაწესებას მხარს უჭერენ.
ახალი წლის გამო მოთხოვნა ასაფეთქებლებზე იზრდება, სტატისტიკურად კი დაშავებულთა რაოდენობა მზარდია.
გასულ ახალ წელს დაშავებულთა შორის უმეტესობა ბავშვი იყო. კანონპროექტს წლევანდელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დეპუტატები, სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებენ.