17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
თარჯიმნები კომპანია "თბილისის ბიზნეს სახლს" აუნაზღაურებელი შრომისთვის უპირისპირდებიან

სავარაუდოდ, თაღლითური სქემა, რომელსაც ათობით დაზარალებული ჰყავს - თარჯიმნები კომპანია "თბილისის ბიზნეს სახლს" აუნაზღაურებელი შრომისთვის უპირისპირდებიან.

კომპანია სახელმწიფო ტენდერებს იგებს, ბიუჯეტიდან ფინანსდება და ვალდებულია, რომ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში თარჯიმნები მიავლინოს. ეს ასეც ხდება, თუმცა ირკვევა, რომ თარჯიმნებს კომპანია უკვე დიდი ხანია, ანაზღაურებას არ აძლევს. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისთვისაც ბიზნეს სახლს გადასახდელი აქვს ათობით ათასი ლარი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმე, მინიმუმ, თანხის არამიზნობრივ ხარჯვას და მაქსიმუმ თაღლითობას უკავშირდება.

ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ. „კურიერი“ ბრალდებების ადრესატ კომპანიაშიც მივიდა, სადაც კომენტარი არ გააკეთეს.

დღის ამბები