ვალების განულების პროგრამაში პენსიონერები ვერ მოხვდნენ. მათ ვისაც სესხის სახით პენსიის ნაწილი წინასწარ აქვთ აღებული, ახლა ყოველთვიურად თანხის განახევრებულ რაოდენობას იღებენ, რადგან ნაწილი ანგარიშიდან სწორედ ამ სესხის დასაფარად ეჭრებათ.
პენსიონერები, რომელთა შორის სოციალურად დაუცველებიც არიან, ამბობენ, რომ ისინი არასამართლიან პირობებში იმყოფებიან.
მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში არსებობისთვის საჭირო მცირე რაოდენობის თანხაც კი არ რჩებათ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გაძვირებულია მედიკამენტები და პროდუქტი.