17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავში ქვემეხებს გაისვრიან

ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე ბოლო დეტალები ზუსტდება. ღონისძიებისთვის რამდენიმე სივრცე მოეწყობა, მათ შორის ფიცის დადების ადგილი. ორგანიზატორები ამბობენ, რომ უამინდობას ხელი არ შეუშლია და 16 დეკემბრისთვის ყველაფერი მზად იქნება.

ინაუგურაციის შესახებ კიდევ ერთი დამატებითი დეტალი გუშინ გახდა ცნობილი. თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 14,15 და 16 დეკემბერს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვემეხებიდან ერთობლივად გაისვრიან. 

„გავეცანი ზოგ დეტალებს. კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი, რაღაცები. ადგილზე იქნება რეპეტიციები ყველაფრის და მე მგონი, გავდივარ ბოლოსკენ. ცხადია, ახლა ამ დეტალებს არ გაგაცნობთ. ეს იქნება, პირველ რიგში, რამდენადაც შევძელით სისადავე,“ - ამბობს სალომე ზურაბიშილი.

დღის ამბები