სავარაუდო თაღლითური სქემა, რომელსაც ათობით დაზარალებული ჰყავს. თარჯიმნები კომპანია "თბილისის ბიზნეს სახლს" აუნაზღაურებელი შრომისთვის უპირისპირდება.
კომპანია, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს იგებს, ბიუჯეტიდან ფინანსდება და ვალდებულია, რომ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თარჯიმნები მიავლინოს.
ირკვევა, რომ თარჯიმნებს კომპანია უკვე დიდი ხანია, ანაზღაურებას არ აძლევს. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისთვისაც ბიზნეს სახლს გადასახდელი აქვს ათობით ათასი ლარი. უფლებდამცველები გამოძიებას ითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ გამოიძიოს ეს სიტუაცია კარგად და გაიგოს, რა სახის თაღლითურ სქემასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, ამ კომპანიას აქვს გარკვეული თანხები რომელიც არამიზნობრივად იხარჯება,“- ამბობს პროფესიული კავშირი ”სოლიდარობის ქსელის” წევრი, ნენო ჩარკვიანი.
დაზარალებული თეო ღავთაძე ამბობს, რომ კომპანიაში დავალიანების ორ წელიწადზე გადანაწილება შესთავაზეს. მისი თქმით, ეს პირობა მათთვის მიუღებელია.
ბრლადებების ადრესატ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.