17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ოთხი ქვემეხი მზადყოფნაშია მოყვანილი - თელავში საინაუგურაციო სამზადისი მიმდინარეობს

თელავში საინაუგურაციო სამზადისი მიმდინარეობს. მზადყოფნაშია მოყვანილი ოთხი ქვემეხი, საიდანაც ინაუგურაციის დღეს, ასევე 14 და 15 დეკემბერს უნდა გაისროლონ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერ მხოლოდ „მშრალი მეცადინეობა“ მიმდინარეობს. გასროლის შესახებ კი ბრძანება უნდა მიიღონ.

გუშინ თელავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვემეხებიდან პირველი გასროლა 14 დეკემბერს 15:00 საათზე მოხდება.

რაც შეეხება ბატონის სასახლეში მიმდინარე სამზადისს, ღონისძიების ორგანიზატორი ბასა ფოცხიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„გაკეთდა ბილიკები საჯარისო ფორმირებებისთვის, ეს იქნება სადა და მისადაგებული დეკორაცია. არა ამოვარდნილი არაპომპეზური, მე ვფიქრობ ისეთი, როგორიც შეესაბამება აქაურ ლანდშაფტს. ფიცის დადების ცერემონიას აქვს თავის კანონი, ეს იქნება, რაც გვინახავს უბრალოდ განსაკუთრებულ გარემოში,“- ამბობს ფოცხიშვილი.

დღის ამბები