ავტოსაგზაო შემთხვევა ვანის გზაზე - მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაშავებული მგზავრები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში გადაიყვანეს.
კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის, გიორგი მამრიკიშვილის თქმით, 2 პაციენტი უკვე გაწერეს, დანარჩენი 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა დილის შვიდ საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც, სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 8 ადამიანი. დაშავებულებს სხვადასხვა დაზიანებები აქვთ, მათგან 4 ქუთაისში გადაიყვანეს, დანარჩენი კი თბილისში.