მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მდე ქართველი ოსტატის ნამუშევრების ერთობლივი ექსპოზიცია გაიმართება. თბილისის ერთერთ სავაჭრო ცენტრში საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთები გამოიფინა.
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით ექსპოზიცია 6 იანვრამდე გაგრძელდება.
საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთები, ქართველი ოსტატების თქმით, როგორც ტურისტებზე, ასევე ქართველ მომხმარებელზეცაა გათვლილი.