17 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ტრაგედია მინდელის შახტში - საქნახშირის 6 თანამშრომელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 

ტრაგედია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში - ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქნახშირის 6 თანამშრომელი 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ტრაგედია ტყიბულში მიმდინარე წლის 5 აპრილს მოხდა, მინდელის სახელობის შახტაში 6 ადამიანი გარდაიცვალა 4 კი დაშავდა.

სამართალდამცველებმა კომპანია საქნახშირის 6 თანამშრომელი დააკავეს. მინდელის სახელობის შახტის დირექტორის მოადგილე ტარიელ აბესაძე,  ​მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, თანაშემწე - გოჩა ქასრაშვილი, უბნის უფროსი - მურად აბულაძე , მენეჯერი - მამული კუბლაშვილი და კომპანიის დირექტორი აკაკი ახვლედიანი.

დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები